საქართველოში დასმული დიაგნოზი გადასამოწმებლად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში იგზავნება. დაზღვეულს საშუალება აქვს თავად აირჩიოს რომელი ქვეყნის, რომელ კლინიკაში განიხილონ მისი შემთხვევა კონსილიუმზე. კლინიკისგან გადამოწმებულ დიაგნოზს და მკურნალობის გეგმას 15 სამუშაო დღეში მიიღებს.
დიაგნოზს საერთაშორისო კონსილიუმზე დარგის წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ. ეს სპეციალისტები ცნობილნი არიან მოწინავე სამედიცინო კვლევის შედეგებით, უახლესი მკურნალობის გზებით და მკურნალობისას მიღწეული შედეგების საუკეთესო ხარისხით.
დიაგნოზის გადაგზავნიდან 15 დღეში პაციენტი განახლებულ და მის გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებულ მკურნალობის საუკეთესო გეგმას იღებს. ბოლო კვლევის მიხედვით, კონსილიუმზე განხილულ შემთხვევათა 95 %-ში დიაგნოზში ცვლილებები შევიდა - 14%-ში თავიდან იქნა აცილებული ოპერაცია, 77% - დაიწერა მკურნალობის ახალი გეგმა . პაციენტი ბევრად უფრო მარტივად და მოკლე დროში იღებს მისი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგს.