ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი სამედიცინო პერსონალს იცავს პროფესიული საქმიანობის დროს დაშვებული შეცდომის შედეგად მიღებული ფინანსური ზარალისგან; კერძოდ, ექიმის შეცდომის გამო პაციენტის ჯანრმთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ჩვენ ავანაზღაურებთ.
სამართლებრივი დავის შემთხვევაში, ადვოკატის მომსახურების ხარჯებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.
პოლისი განკუთვნილია ოჯახის ექიმებისთვის, ქირურგებისთვის, ვიწრო პროფილის სპეციალისტებისთვის, ექთნებისა და სხვა სამედიცინო პერსონალისთვის.
ლიცენზიის/ სერთიფიკატის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, პოლისი ითვალისწინებს ფულად კომპენსაციასა და ხელფასს 6 თვის განმავლობაში.