პოლისის მოქმედების განმავლობაში პირადი ექიმის მომსახურებას 100%-იანი დაფინანსებით იღებ.
შენი პატარა დაზღვევისთანავე გამოცდილი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშაა და სრული დაფინანსებით, ულიმიტოდ იღებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას.
პოლისი მედით გეგმიურ და გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას 70%-მდე დაფინანსებით იღებ.
ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები 60%-მდე ფინანსდება და შეძენა ყველა მსხვილ, პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში შეგიძლია.
საქართველოში დასმული დიაგნოზი გადასამოწმებლად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში იგზავნება. დაზღვეულს საშუალება აქვს თავად აირჩიოს რომელი ქვეყნის, რომელ კლინიკაში განიხილონ მისი შემთხვევა კონსილიუმზე. კლინიკისგან გადამოწმებულ დიაგნოზს და მკურნალობის გეგმას 10 სამუშაო დღეში მიიღებს.