რა დოკუმენტაცია დამჭირდება კლინიკის რეცეფციაში წარსადგენად პირად ექიმთან ვიზიტისთვის?
ნებისმიერ ექიმთან ვიზიტისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია არ გჭირდება, უბრალოდ, ითხოვ შესაბამის მომსახურებას რეცეფციაში.
რა დოკუმენტაცია დამჭირდება კლინიკის რეცეფციაში წარსადგენად ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის?
რეცეფციაში უნდა წარადგინო ნებისმიერი ექიმის დანიშნულება. ამის საფუძველზე გაგიაქტიურებენ შესაბამის მომსახურებას კვლევებზე ან ანალიზებზე - მომსახურებას იტარებ იქვე.
რა დოკუმენტაცია დამჭირდება აფთიაქში წარსადგენად მედიკამენტების შეძენისთვის?
თუკი ამავე კლინიკაში ექიმმა დაგინიშნა მედიკამენტები, აპლიკაციაში შეგიძლია, თავად გაიაქტიურო მიმართვა, ოჯახის ექიმის ჩართულობის გარეშე. ატვირთავ დანიშნულებას ან ფორმა 100-ს, მიუთითებ გამოწერილ მედიკამენტს და დასტურს დაფინანსებაზე სმს-ით მიიღებ.
როგორ გავიაქტიურო მიმართვა წინასწარ ნებისმიერ ექიმთან ვიზიტისთვის?
აპლიკაციაში ან პორტალზე მიმართვის წინასწარ გასააქტიურებლად სამედიცინო დოკუმენტაცია არ გჭირდება. ირჩევ სასურველ კლინიკას პრივიგილერებული პროვაიდერების სიიდან, უთითებ რომელ სპეციალისტთან გსურს ვიზიტი და დასტური მოგდის სმს-ით.
როგორ გავიაქტიურო მიმართვა წინასწარ ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის?
აპლიკაციაში ან პორტალზე ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის მიმართვის წინასწარ გასააქტიურებლად დაგჭირდება ნებისმიერი ექიმის მხოლოდ დანიშნულება. დასტური მოგდის სმს-ის სახით.
როგორ გავიაქტიურო მიმართვა წინასწარ მედიკამენტების შესაძენად?
თუ პრივილეგირებულ პროვაიდერში ექიმი დაგინიშნავს მედიკამენტს , აპლიკაციაში შეგიძლია თავად გაიაქტიურო მიმართვა, პირადი ექიმის ჩართულობის გარეშე. ატვირთავ დანიშნულებას ან ფორმა 100-ს, მიუთითებ გამოწერილ მედიკამენტს და დასტურს დაფინანსებაზე სმს-ით მიიღებ. მედიკამენტის შესაძენად პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში წარადგენ პირადობას და გადაიხდი მხოლოდ შენ კუთვნილ წილს.