ჯიპიაი ჰოლდინგში დაზღვეულ თანამშრომელებსა და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მარტივი და მოსახერხებელი ციფრული სერვისებით. ჩვენი აპლიკაციის დახმარებით, სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესი შესაძლოა იყოს სრულიად დისტანციურიც კი - კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვიდან, ანაზღაურებამდე მომხმარებელი გადის ძალიან მოსახერხებელ გზას.
სპეციალურად ბიზნესისთვის, არსებობს დაზღვევის ონლაინ პორტალი HR-ებისთვის (CORPORATE.GPIH.GE) და კადრების სამსახურს აღარ უწევს დროის ხარჯვა დაზღვევასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებზე. პორტალის გამოყენებით, ასევე გამარტივებულია დისტანციური ოპერაციების შესრულება.
დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, სამედიცინო მომსახურება მიიღონ მაღალი კლასის პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში, სადაც ადგილზევე შეძლებენ გადაიხადონ მხოლოდ თავისი წილი და აღარ მოუწევთ ასანაზღაურებლად ჩვენთვის დოკუმენტებისა და ჩეკების წარმოდგენა.