ტვირთების დაზღვევა
დააზღვიეთ მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვის ტვირთები თქვენს ბიზნესზე მორგებული პირობებით

სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტვირთების დაზღვევა

საერთაშორისო გადამზღვევი კომპანიები

გლობალური დაფარვა
რას ფარავს ტვირთების დაზღვევა?
ტვირთების დაზღვევა იცავს თქვენს ტვირთს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების დროს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა აფეთქება, ხანძარი, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და სტიქიური მოვლენები.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პოლისი?
პოლისი განკუთვნილია ყველა ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას და სურს მარაგის უსაფრთხო, სტაბილური და უწყვეტი მოძრაობა.
თანამშრომლობთ თუ არა საერთაშორისო გადამზღვევებთან?
დიახ. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო გადამზღვევ კომპანიებთან და თქვენი ტვირთი დაზღვეული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად “ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის” წესების მიხედვით.
როგორ მოვიქცე ზარალის დადგომისას?
ზარალის დადგომის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ნომერზე 032 2 505 111 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე info@gpih.ge.
რა დოკუმენტები დამჭირდება ზარალის შემთხვევაში?
ზარალის დადგომის შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ:
• დამოუკიდებელი, კომპეტენტური ექსპერტის დასკვნა შემთხვევის მიზეზსა და ზარალის ოდენობაზე (თუ შემთხვევა საქართველოშია, ამას ჯიპიაი უზრუნველყოფს)
• ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტები: ინვოისი, CMR და სხვა
• პრეტენზიის წერილი იმ მხარისადმი, ვინც პასუხისმგებელია გადაზიდვაზე (ტვირთმიმღები, დამკვეთი ან ორივე)
• შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაცია შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე

